ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდუმ მადრიდის რეალის შემტევის კილიან მბპეს შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, მბაპე სამეფო კლუბში შედარებით ცენტრიდან, ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს, რაზეც რონალდუმ ისაუბრა.
"კილიანი ძალიან მიყვარს. ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ მისი კუმირი ვიყავი, ნამდვილად ვფიქრობ, რომ გამორჩეული ფეხბურთელია და რეალში თავის კვალს დატოვებს.
უბრალოდ, მისი ფორვარდის პოზიციაზე თამაში საქმეს ართულებს, რადგან ეტყობა, რომ მან არ იცის, როგორ ითამაშოს თავდამსხმელად.
რეალში რომ ვიყო, მბაპეს ვასწავლიდი, როგორ უნდა ამ პოზიციაზე თამაში. ალბათ, ბევრს დაავიწყდა, რომ თავიდან ფლანგზე ვთამაშობდი და შემდეგ გადავედი თავდამსხმელად", - განაცხადა რონალდუმ.