სექტემბრის სანაკრებო პაუზა დასრულდა, ქართველი ფეხბურთელები კი საკუთარ გუნდებში დაბრუნდნენ. ალბანეთთან შეხვედრაში დაზიანება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ, რის თაობაზეც მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა ისაუბრა:
"ხვიჩამ ეს შეხვედრა გარკვეული დისკომფორტით ჩაატარა და მოედანზე იქამდე დარჩა, სადამდეც შეეძლო."
როგორც გაირკვა, ხვიჩამ ახალი დაზიანება მატჩის მიმდინარეობის დროსაც მიიღო, თუმცა როგორც იტალიურ პრესაში იწერება, 23 წლის ფეხბურთელის ტრავმა მძიმე არაა და ქართველი შემტევი, დიდი ალბათობით, კალიარისთან შეხვედრაში კონტეს განგარგულებაში იქნება.