პარიზის ოლიმპიური თამაშები გურამ თუშიშვილისთვის სკანდალურად დასრულდა. ქართველი ძიუდოისტი 1/4 ფინალში ტედი რიბერთან დამარცხდა, ბრძოლის შემდეგ კი ინციდენტი მოხდა.
რინერმა გამარჯვება ზედმეტად ემოციურად და დამცინავად გამოხატა, რამაც თუშიშვილის გაბრაზება და კონფლიქტი გამოიწვია. ამის გამო, თუშიშვილი გათამაშებიდან ჩახსნეს.
რამდენიმე კვირის შემდეგ, ძიუდოს ფედერაციამ განაჩენი გამოიტანა და მძიმე წონაში მოასპარეზე თუშიშვილი 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
შესაბამისად, თუშიშვილს 2025 წლის თებერვლამდე, არცერთ ტურნირზე მონაწილეობის უფლება არ ექნება.