კლოდ მაკელელმ განაცხადა, რომ მან ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ანტონიო რუდიგერის ლონდონის ჩელსიდან მადრიდის რეალში ტრანსფერის საკითხი. "სამეფო კლუბის" ინტერესის შემდეგ, გერმანელმა უკანახაზელმა რჩევა ჰკითხა სწორედ ყოფილ ფრანგ შუახაზელს, რაზეც ტრანსფერზე თანხმობა მიიღო.
"რეალის მხრიდან ინტერესის შემდეგ, პირველი რაც გააკეთა რუდიგერმა, ჩემთვის რჩევის კითხვა იყო. მე მას ვუთხარი, რომ აღნიშნული წინადადება დაუფიქრებლად უნდა მიეღო. ანტონიოს სახელს ასევე უკავშირებდნენ ბაიერნსა და პარის სენ-ჟერმენს, მაგრამ რეალურად ახალ საფეხურზე ის სწორედ მადრიდში ავიდოდა", - განაცხადა საფრანგეთის ეროვნული გუნდის ყოფილმა შუახაზელმა.
საინტერესოა, რომ გერმანელი ცენტრალური მცველის "სამეფო კლუბში" გადასვლის მომენტში, 52 წლის ყოფილი ნახევარმცველი "არისტოკრატების" ტექნიკურ დირექტორად მუშაობდა. ამის მიუხედავად, მაკელელემ "ლურჯების" იმდროინდელი უკანახაზელი "ბლანკოსში" ტრანსფერზე არ დააყოვნა.