მადრიდის რეალმა თავისი 122-წლიანი ისტორიის მანძილზე 100-ზე მეტი ტიტული მოიგო. საინტერესოა, აღნიშნული გუნდის რომელმა ფეხბურთელებმა გაიტანეს ყველაზე მეტი ბურთი ფინალებში. საუბარია როგორც ევროთასების ფინალებზე, ისე ქვეყნის თასზეც.
პირველ ადგილზე არის კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც სხვადასხვა ფინალებში საერთო ჯამში 15 გოლი გაიტანა. მას გაუტანია ჩემპიონთა ლიგის, კოპე დელ რეის, უეფას სუპერთასის, ესპანეთის სუპერთასისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალებში. პორტუგალიელმა ფორვარდმა ყველაზე მეტი, 4 ბურთი ესპანეთის სუპერთასის ფინალში გაიტანა.
ალ ნასრის კაპიტნის შემდეგ, 13 გოლით მოდის ფერენც პუშკაში, სამეულს კი 10 ბურთით რაულ გონსალესი ხურავს. სიაში ასევე შეხვდებით ალფრედო დი სტეფანოს, ქარიმ ბენზემას, სერხიო რამოსსა და სხვებს.
1. კრიშტიანუ რონალდუ - 15 გოლი
2. ფერენც პუშკაში - 13 გოლი
3. რაულ გონსალესი - 12 გოლი
4. ალფრედო დი სტეფანი - 10 გოლი
5. ქარიმ ბენზემა - 9 გოლი
6. სერხიო რამოსი - 8 გოლი
7. ვინისიუს ჟუნიორი - 7 გოლი
8. გარეთ ბეილი - 5 გოლი
9. ექტორ რიალი - 5 გოლი
10. მარკო ასენსიო - 4 გოლი