მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს მადრიდის რეალი და მექსიკური პაჩუკა დაუპირისპირდნენ.
რა თქმა უნდა, ამ წყვილში ფავორიტი რეალი იყო. სამეფო კლუბმა ეს სტატუსი სრულად გაამართლა და მეტოქე მარტივად, 3:0 დაამარცხა.
ანგარიში კილიან მბაპემ პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა. რეალი ორი ბურთით წინ როდრიგომ გაიყვანა, საბოლოო ანგარიში კი ვინისიუსმა დააფიქსირა.
მოგეხსენებათ, ამ ტურნირზე რეალი პირდაპირ ფინალში მოხვდა, პაჩუკას კი ორი ეტაპის გავლა მოუწია, ჯერ ბოტაფოგო დაამარცხეს, შემდეგ - ალ აჰლი.