რეალ მადრიდის პრობლემები გრძელდება. დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კარლო ანჩელოტიმ ტრავმების გამო კიდევ ორი ფეხბურთელი დაკარგა — საუბარია ანტონიო რუდიგერსა და ფერლან მენდიზე.
გერმანელმა ცენტრალურმა მცველმა მარცხენა ფეხზე მენისკის ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც მინიმუმ 1 თვეს იუქმებს. ხოლო რაც შეეხება ფრანგ განაპირა მცველს, მენდიმ მყესის დაზიანება მიიღო, შესაბამისად, საკუთარ გუნდს დაახლოებით 2-3 თვე ვერ დაეხმარება.
ძველი ტრავმები აწუხებთ ედუარდო კამავინგას, ედერ მილიტაოსა და დანი კარვახალს.
შეგახსენებთ, რეალ მადრიდი ლა ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, ჩემპიონატში მე-2 პოზიციას იკავებს. კარლო ანჩელოტის გუნდს 72 ქულა აქვს და ლიდერ ბარსელონას 4 ქულით ჩამორჩება.







