ესპანეთის თასის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, სადაც ერთმანეთს რეალ სოსიედადი და რეალ მადრიდი დაუპირისპირდნენ, კარლო ანჩელოტის გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა მატჩის შემდეგ, "სამეფო კლუბმა" წამყვანი ფეხბურთელი ტრავმის გამო დაკარგა.
დანი სებალიოსმა ფეხის კუნთის საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც საკუთარ გუნდს მინიმუმ ორი ვერ დაეხმარება.
ბოლო პერიოდში დანი სებალიოსი კარლო ანჩელოტისთვის შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა. ესპანელი ნახევარმცველი, რომელიც გუნდის დატოვებასთან იყო ახლოს, დიდი ალბათობით ახალ ხელშეკრულებას უახლოეს თვეებში გააფორმებს.
დანი სებალიოსის გარდა ტრავმები აწუხებთ დანი კარვახალსა და ედერ მილიტაოს. რეალ მადრიდი მომდევნო ტურში ბეტისს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, კარლო ანჩელოტის გუნდი 25 ტურის შემდეგ, 54 ქულით, ბარსელონასთან ერთად ლა ლიგას ლიდერობს.