საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში გამართული მატჩი მონპელიესა და პსჟ-ს შორის, სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით 1:4 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გონსალო რამოში იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. ერთი გოლი მაიულუს ანგარიშზეა.
აღნიშნულ შეხვედრაში ლუის ენრიკემ გუნდის ლიდერები დაასვენა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იყო.








