მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე რამინ შამილიშვილმა (55 კგ.) აკვრასა და ორჭიდში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, ატაცში 105 / 109 კგ. დაძლია და მე-5 ადგილი დაიკავა.
შამილიშვილმა აკვრაში 127 / 131 / 134 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შამილიშვილმა ორჭიდში დაგროვებული 243 კილოგრამით კიდევ ერთი ბრინჯაო დაისაკუთრა.
დღეს ევროპირველობაზე საქარტველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი იასპარეზებს, 20:00 საათიდან შეჯიბრი 61 კგ. წონით კატეგორიაში დაიწყება, სადაც ფიცარნაგზე გოდერძი ბერდელიძე გავა.








