ჯონ ტერიმ ლონდონის ჩელსის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლეგენდარულ კაპიტანს სიმბოლურ გუნდში საკუთარი თავის შეყვანის უფლება არ ჰქონდა. ყოფილმა ინგლისელმა უკანახაზელმა ბევრი იფიქრა, მიმოიხილა "არისტოკრატების" ისტორია და ბოლოს საუკეთესო 11-ეული შემოგვთავაზა.
"ლურჯების" ლეგენდარულმა კაპიტანმა კარში ჩააყენა პეტრ ჩეხი, მის წინ კი მცველების შემდეგი ოთხეული - მარსელ დესაი, ტიაგო სილვა, ეშლი კოული და სესარ ასპილიკუეტა. შუახაზელთა 3-ეული: კლოდ მაკელელე, ფრენკ ლამპარდი, სესკ ფაბრეგასი. შეტევა: ჯანფრანკო ძოლა, დიდიე დროგბა, ედენ აზარი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სტემფორდ ბრიჯის ბინადრების ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად 44 წლის ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა დაასახელა ლამპარდი, ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ კი აზარი.