ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პოლონელი თანატოლები მინიმალური ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
პოლონელთა მხრიდან ერთადერთი გოლი კალუჟინსკიმ პენალტით გაიტანა. თერთმეტმეტრიანის დარტყმამდე, ჩვენი ნაკრების მეკარეს ლუკა ხარატიშვილს მეტოქესთან საინტერესო დიალოგი ჰქონდა, რაზეც მან LaGazzetta.ge-სთან ისაუბრა.
"სულ 7 ნომერი ურტყმამს ხოლმე, ამ ბიჭს მხოლოდ ერთი პენალტი ჰქონდა დარტყმული და ისიც შუაში და გაცუდებული. შესაბამისად, პენალტის დარტყმის წინ, მას ვეუბნებოდი, რომ ვიცოდი თუ რა ჰქონდა ჩაფიქრებული.
მეგონა, რომ შუაში აღარ დაარტყამდა, მაგრამ მაინც მყარად თავის პოზიციაზე დარჩა, ბურთი შუაში გაუშვა და გაიტანა", - განაცხადა ხარატიშვილმა.








