რა სიტუაციაა ამჟამად და იქნება თუ არა საქართველოს მატჩი უმაყურებლოდ?

სასჯელი მოიცავს ფულად ჯარიმას და მომდევნო საშინაო მატჩების უმაყურებლოდ ჩატარებას, რაც განხილვის ქვეშაა.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ამჟამინდელი მდგომარეობა ასეთია - უეფა იმ აზრზეა, რომ საქართველო ფულადი ჯარიმითა და ერთი საშინაო მატჩის უმაყურებლოდ ჩატარებით დასაჯოს. ასევე, განიხილებოდა, რომ დისკვალიფიკაცია 2-მატჩიანი ყოფილიყო.
ქართული მხარე უეფასთაბ აქტიურ კომუნიკაციაშია, რათა მათი ამჟამინდელი გადაწყვეტილება შეიცვალოს და სასჯელი მხოლოდ ფულადი იყოს. თუ უეფა გადაწყვეტილებას არ შეცვლის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სასჯელი ასეთი იქნება - ფულადი ჯარიმა და 1 მატჩის უმყურებლოდ ჩატარება. საბოლოო პასუხი 9 აპრილს გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო საშინაო ოფიციალურ მატჩებს სექტემბრის თვეში, თურქეთისა და ბულგარეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.











