ეროვნული ლიგის მე-15 ტურის ცენტრალური შეხვედრა "დინამო არენაზე" შედგა, სადაც დინამო თბილისი ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა.
ამ მატჩს თან დიდი ინტრიგა ახლდა, რადგან ორივე გუნდს ხანგრძლივი წაუგებელი სერია ჰქონდა.
პირველი ნახევარი ორივე გუნდის გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ყველაზე რეალური მომენტი ანდრიჩს შეექმნა, როცა ის არაბიძემ პირისპირ გაიყვანა, თუმცა ბურთი გიორგი ლორიამ მოიგერია.
მეორე ნახევარში იმერლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, 70-ე წუთზე არაბიძის პასი ფელიპე პირესმა გამოიყენა და ანგარიში გახსნა.
დინამოს მხირდან ბევრი მცდელობის მიუხედავად, ტორპედომ საქმე მაინც ბოლომდე მიიყვანა და 1:0 გაიმარჯვა. ეს ქეცბაიას პირველი მარცხი იყო დინამოში მისვლის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩს ტრიბენაზე 6 ათას გულშემატკივარზე მეტი დაესწრო.








