ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა და 4:0 დამარცხდა, რითიც ასპარეობას გამოეთიშა.
მატჩის შემდეგ, პორტუგალიელმა ფეხბურთელებმა ქართველები შეაქეს და განსაკუთრებით დაცვით ასპექტში გამოარჩიეს.
ენრიკე არაუხო: "საქართველო კარგი გუნდია, მათ განსაკუთრებით კარგად დაცვაში ითამაშეს და მათი ბევრი ფეხბურთელი უკანა ხაზში კარგად ირჯებოდა. თავის მხრივ, ჩვენც ბევრი ხარისხიანი მოთამაშე გვყავს და ბედნიერები ვართ, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით"
პაულო ბერნარდო: "ადვილი თამაში არ იყო. საქართველოს ნაკრები დაცვაში კარგად თამასობდა. ბედნიერი ვარ, რომ თავი გამოვიჩინე და ჩემი ნაკრები შემდეგ ეტაპზე გავიდა. მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ"








