ასტონ ვილას მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე, სადაც ერთმანეთს პარის სენ-ჟერმენი და არსენალი შეხვდებიან. შეგახსენებთ, რომ ესპანელი დამრიგებელი სხვადასხვა დროს ორივე კლუბში მუშაობდა.
"პარის სენ-ჟერმენი მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, რომელსაც ასევე მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს. რაც შეეხება არსენალს, ეს გუნდი წლიდან წლამდე პროგრესირებს. ინგლისის ჩემპიონატის მოგება და ამის პარალელურად ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში გასვლა, უბრალოდ არარეალურია.
იყო თუ არა ვარსკვლავების გადმობირების პოლიტაკაზე უარის თქმა პსჟ-სთვის გარდამტეხი მომენტი? არ ვიცი, მათ ჰყავთ დემბელე, კვარაცხელია და ვიტინია, რომლებიც დიდებული მოთამაშეები არიან. ასევე გამოვარჩევდი მარკინიოსს, რომელიც ჩემი გუნდიდან დარჩენილი ერთადერთი ფეხბურთელია", - განაცხადა ბირმინგემელთა დამრიგებელმა.












