სულ რამდენიმე საათი დარჩა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩამდე, სადაც ენფილდზე ერთმანეთს ლივერპული და პსჟ დაუპირისპირდებიან. პირველი შეხვედრის შემდეგ, მერსისაიდელებს ერთბურთიანი უპირატესობა აქვთ. შეგახსნებეთ, არნე სლოტის გუნდმა პარიზში 0-1 გაიმარჯვა.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა პსჟ-სთან გასამართი მატჩის წინ მედიასთან ისაუბრა:
"პირველი მატჩის შემდეგ, ბევრმა თქვა, რომ ცუდად ვითამაშეთ, რასაც მე არ ვეთანხმები. დიახ, მათ საოცრად კარგად ითამაშეს, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ ხვალ უკეთესად ვითამაშებთ, რადგან კარგად მოვემზადეთ. ხვალ ფანები ბევრად ძლიერ გუნდს იხილავენ.
პსჟ არის ყველაზე სრულყოფილი გუნდი, რომელიც აქამდე შეგვხვდა. ისინი ალბათ უმდიდრეს კლუბებს შორის პირველზე არიან, მათ ყველაფერი აქვთ წარმატების მისაღწევად — შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელსაც ასევე შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ.
არა მგონია ვინმეს ენფილდზე, ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, თამაშის მოტივაცია სჭირდებოდეს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რა დონის დაპირისპირება გველოდება წინ. ვიმედოვნებთ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ბურთს ჩვენ უფრო მეტად გავაკონტროლებთ, სხვა მხრივ კარგად ვიცით როგორ უნდა ვაჯობოთ მეტოქეს."