La Gazzetta dello Sport Georgia-ზე პროგნოზების ლიგა ახალი სათამაშო კვირით გრძელდება. მონაწილეებს ამ უიქენდზეც შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრულ სპორტულ ღონისძიებებზე პროგნოზების გაკეთება.
მონაწილეთა მიერ გაკეთებული პროგნოზები ფასდება წინასწარ დადგენილი წესებით, რის შემდეგაც შედგება ლიდერბორდი, რომელიც ასახავს თითოეული მონაწილის შედეგებს.
32-ე ტურის პროგნოზების მიღება დაწყებულია და დასრულდება 2026 წლის 30 მაისს, 19:00 საათზე.
რა უნდა გავითვალისწინოთ 32-ე ტურის წინ?
პარი სენ-ჟერმენი vs არსენალი | 30 მაისი, 23:00 საათი
მომდევნო უიქენდზე საფეხბურთო სამყაროს მთავარი მატჩი გაიმართება — ჩემპიონთა ლიგის ფინალი! სეზონის ყველაზე პრესტიჟულ შეხვედრაში ერთმანეთს პარი სენ-ჟერმენი და არსენალი დაუპირისპირდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ გულშემატკივარს საოცრად დაძაბული და სანახაობრივი 90 წუთი ელოდება.
ფინალი ბუდაპეშტში გაიმართება, სადაც ორივე გუნდი ისტორიის დაწერას შეეცდება. პსჟ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ზედიზედ მეორედ შეეცდება, ხოლო რაც შეეხება არსენალს, "მეთოფეები" ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებას 2006 წლის შემდეგ პირველად შეეცდებიან.
პარი სენ-ჟერმენმა ფინალამდე მისასვლელ გზაზე არაერთი ძლიერი მეტოქე ჩამოიშორა და განსაკუთრებით შთამბეჭდავი ნახევარფინალი ჩაატარა, სადაც ფრანგულმა გრანდმა ძალიან მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენა. არსენალმაც ფინალამდე დამაჯერებლად იარა და მიკელ არტეტას გუნდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კლუბია.
ორივე გუნდი ფინალს თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. პსჟ-ის მხრიდან მთავარი იმედი უსმან დემბელე და ხვიჩა კვარაცხელია იქნებიან, ხოლო არსენალის გულშემატკივრები შეტევაში ბუკაიო საკასა და კაი ჰავერცის ტოპ თამაშს დაელოდებიან. ამ მომენტისთვის სერიოზული საკადრო პრობლემები არც ერთ გუნდს არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაყურებელი ფინალში საუკეთესო ფეხბურთელებს იხილავს.
პარი სენ-ჟერმენის სავარაუდო შემადგენლობა (4-3-3): დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ნუნო მენდეში, ვიტინია, ჟოაუ ნევეში, ფაბიან რუისი, დემბელე, კვარაცხელია, დუე;
არსენალის სავარაუდო შემადგენლობა (4-3-3): რაია, ტიმბერი, სალიბა, მაგალიაესი, კალაფიორი, რაისი, სუბიმენდი, ოდეგორი, საკა, ტროსარი, ჰავერცი;
ახლა კი რაც შეეხება ჩვენს პროგნოზს — მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფავორიტად პსჟ-ს მიიჩნევს, ვფიქრობთ, ამ ფინალში შანსები სრულიად თანაბარია. ორივე გუნდს ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა ერთ ეპიზოდშიც შეუძლიათ, ამიტომ დიდი ალბათობით მაყურებელი ძალიან სანახაობრივ და ემოციურ შეხვედრას იხილავს.
ამ და სხვა მატჩებზე გააკეთე პროგნოზები “პროგნოზების ლიგაში”.

















