პრემიერ ლიგის 2024/25 სეზონი დასასრულს მიუახლოვდა. ჩემპიონის ვინაობა უკვე გარკვეულია, ინტრიგა კი მხოლოდ ევროტურნირებისთვის მებრძოლ გუნდებს ეხება. გასარკვევია ლივერულთან და არსენალთან ერთად, კიდევ რომელი 3 გუნდი შეძლებს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას. ამ სამი ადგილისთვის ბრძოლაში ნიუკასლი, მანჩესტერ სიტი, ჩელსი, ასტონ ვილა და ნოტინგემ ფორესტი არიან.
სეზონი სრულდება LaGazzetta.ge-ის ფენტეზი ლიგაშიც, სადაც პირველობისთვის ბრძოლა გრძელდება. ამ მომენტისთვის ლიგას Mithridates Eupator ლიდერობს — მის ანგარიშზე 2606 ქულაა. რაც შეეხება მეორე ადგილოსანს, აქ კვლავ Luxon-ს ვხვდებით, რომელიც გათამაშების ლიდერს სულ რაღაც 3 ქულით ჩამორჩება. სამეულს 49'ers ხურავს, კერძოდ 2591 ქულით.
შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის ფენტეზის დასრულებამდე სულ რაღაც ერთი ტურია დარჩენილი.
ლიდერბორდი
| პოზიცია | გუნდი | მენეჯერი | ქულა |
| 1 | Mithridates Eupator | Beka Margvelashvili | 2606 |
| 2 | Luxon | Chavchava Goat | 2603 |
| 3 | 49'ers | Bekoshvili .. | 2591 |
| 4 | MAMARDA | Uta Beria | 2573 |
| 5 | Merseyside red | Kote Rekhviashvili | 2572 |
| 6 | Dolya Kvishkhetskaya | Dato Alpaidze | 2569 |
| 7 | B_AD3R | Beka Mamuladze | 2551 |
| 8 | Meskho | Giorgi Meskhia | 2545 |
| 9 | wulu | Luka Tsulukidze | 2540 |
| 10 | Gigaldo | Giga Guliashvili | 2519 |
შემოუერთდი ჩვენს FPL ლიგას. ლიგის არჩევის გვერდზე, შეიყვანე LaGazzetta-ს ლიგის კოდი: cuikc0 ან გადადი ამ ბმულზე.







