ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ჩელსი პსჟ-ს ესტუმრა და დიდი ანგარიშით. 5-2 დამარცხდა.
შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა და დუბლი და ასისტი გაიფორმა.
აღნიშნული მატჩის დასრულების შემდეგ, არისტოკრატების მთავარმა მწვრთნელმა, ლიამ როსენიორმა კომენტარი გააკეთა და პსჟ-ს ფეხბურთელები, მათ შორის ქართველი შემტევი შეაქო.
"პირველ რიგში მინდა ჩვენი გუნდის მეკარე, იორგენსენი გავამხნევო, რომელმაც დაშვებული შეცდომების გამო გასახდელში ბოდიში მოგვიხადა — ფეხბურთი ასეთია, შეცდომებს ყველა ვუშვებთ."
"ჩვენი დღევანდელი მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდია და უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს. ინგლისის პრემიერ ლიგაში ხშირად ვერ ნახავ კვარაცხელიას, დემბელეს და ბარკოლას დონის ფეხბურთელებს" — ლიამ როსენიორი.
გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 17 მარტს, ლონდონში გაიმართება და თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე აიღებს სტარტს.






![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)





