შეხვედრის ანგარიში მასპინძლებმა 29-ე წუთზე გახსნეს — თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად მოჰამედ სალაჰმა შეასრულა და ლივერპულმა პირველი ტაიმი მოიგო.
მეორე ნახევრის დებიუტში, 48-ე წუთზე, ნიკოლას ჯექსონმა გაათანაბრა, ხოლო ზუსტად 3 წუთში კერტის ჯონსმა აიღო ლონდონელთა კარი და ლივერპულმა მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.
8 მატჩის შემდეგ, ლივერპულს 21 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება, ხოლო ჩელსი 14 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში მერსესაიდელები არსენალს ესტუმრებიან, ხოლო არისტოკრატები ნიუკასლს უმასპინძლებენ.





![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)







