ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, მილანის ინტერი ბარსელონას ესტუმრა — მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ, 3-3 დასრულდა.
ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა ინტერის შემტევი, მარკუს ტურამი და პირველივე წუთზე შეძლო ბარსელონას კარში გოლის გატანა. მატჩის შემდეგ კი ლამინ იამალზე გააკეთა კომენტარი.
"არის თუ არა იამალი დღეს საუკეთესო ფეხბურთელი? არა, პირველ და მეორე ადგილს ფრანგები იკავებენ — დემბელე და მბაპე. მხოლოდ მათ შემდეგ არის იამალი"
ინტერის და ბარსელონას განმეორებითი შეხვედრა 6 მაისს, მილანში გაიმართება და სტარტს თბილისის დროით 23 საათზე აიღებს.








