ლეგენდარულმა აფრიკელმა ფეხბურთელმა დიდიე დროგბამ ვეტერანი ფრანგი შემტევის, ტიერი ანრის შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, ანრი და დროგბა ერთ ეპოქაში თამაშობდნენ და ერთმანეთს როგორც ინდივიდუალური, ისე პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ებრძოდნენ.
"ტიერი ანრიმ თავის კარიერაში ოქროს ბურთი აუცილებლად დაიმსახურა. მას ამ ჯილდოს 10-ჯერაც კი მივცემდი.
ის ფანტასტიური იყო როგორც პრემიერ ლიგაში, ისე ეროვნულ ნაკრებში. იტანდა გოლებს, იგებდა თამაშებს და გუნდის წარმატებაში მთავარი წვლილი შეჰქონდა.
როდესაც ვსაუბრობთ ანრიზე, ბევრი ლაპარაკი საჭირო აღარ არის, ისედაც ყველაფერი ნათქვამია', - განაცხადა დროგბამ.











