კონფერენს ლიგის ფინალში პირეოსის ოლიმპიაკოსმა დაამარცხა ფლორენციის ფიორენტინა, მინიმალური ანგარიშით 1:0.
მატჩის ერთადერთი გოლი 116-ე წუთზე აიუბ ელ-კააბიმ გაიტანა. ძირითად დროში დაფიქსირდა უგოლო ფრე, დამატებითი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე კი ბერძნულმა კლუბმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
ეს არის პირველი ევროტიტული როგორც ოლიმპიაკოსის, ისე ზოგადად ბერძნული კლუბების ისტორიაში.
ცალკე გამოსარჩევია პირეოსელთა მთავარი მწვრთნელი, ხოსე ლუის მენდილიბარი, რომელმაც გასულ სეზონში სევილიასთან ერთად მოიგო ევროპა ლიგა, მიმდინარე სეზონში კი ის ოლიმპიაკოსთან ერთად კონფერენს ლიგას დაეუფლა.