დადასტურებულად - ნიკო პასი ზაფხულში შესაძლოა რეალ მადრიდში დაბრუნდეს, თუმცა არგენტინელ ფეხბურთელს სურს, რომ სამეფო კლუბში დაბრუნების შემთხვევაში გუნდში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს. მას სათამაშო დროისა და ძირითად შემადგენლობაში ადგილის გარანტია სჭირდება. ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება არც ფეხბურთელს მიუღია და არც რეალს განუსაზღვრავს, რა როლის შეთავაზებას აპირებს მისთვის. ცნობილია, რომ პასს მადრიდულ კლუბში დაბრუნება ძალიან სურს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სათამაშო პრაქტიკის პრობლემა არ შეექმნება.
ინგლისური კლუბების მხრიდან ინტერესიც სერიოზულია. ESPN Argentina-ს ინფორმაციით, ნიკო პასის შეძენას არსენალი აქტიურად განიხილავს. ლონდონელებს ფეხბურთელის გარემოცვასთან კონტაქტი უკვე დიდი ხანია აქვთ და მის თამაშს ახლოდან აკვირდებიან. არსენალი მზად არის, 2027 წლის ზაფხულში მის გასაფორმებლად სერიოზული ნაბიჯები გადადგას. საქმეში მანჩესტერ იუნაიტედიც არის ჩართული, რომლის ინტერესიც რეალურია. საიდუმლო არ არის, რომ ნიკო პასს პრემიერ ლიგაში თამაში ყოველთვის სურდა, რაც ინგლისურ კლუბებს საქმეს უადვილებს. თუმცა არგენტინელისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩემპიონთა ლიგაზე თამაში იქნება, რაც ბევრ რამეს შეცვლის.
აღსანიშნავია, რომ ნიკო პასის დაბრუნების შესაძლებლობა რეალს კონტრაქტით აქვს გათვალისწინებული. 2027 წლის ზაფხულში ესპანურ გრანდს ფეხბურთელის გამოსყიდვა €80 მილიონად შეეძლება. შესაბამისად, პასისთვის ბრძოლაში არსენალსა და მანჩესტერ იუნაიტედს სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევთ. მისი მომავალი კი, დიდი ალბათობით, დამოკიდებული იქნება როგორც რეალის გეგმებზე, ისე თავად ფეხბურთელის სურვილზე.
მოსალოდნელია, რომ საქმეში სხვა კლუბებიც ჩაერთვებიან. ერთი რამ კი დაზუსტებით ვიცით, ნიკო პასი 2027/28 წლების სეზონს ახალ გუნდში დაიწყებს.

















