ოფიციალურად: მიუნხენის ბაიერნს ჯამალ მუსიალა 2027 წლის დასაწყისამდე ვერ დაეხმარება. გერმანელმა ფეხბურთელმა ტრავმა ხელახლა მიიღო და მისთვის 2026 წელი, ფაქტობრივად, დასრულებულია.
როგორც გამოცემა TZ München იტყობინება, მუსიალას მარცხენა ბარძაყის არეში კუნთის ბოჭკოების ახალი დაზიანება აქვს. ეს მისთვის მორიგი მძიმე დარტყმაა, ბაიერნს კი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე მოუწევს თამაში.











