საფეხბურთო უიკენდის მთავარი მოვლენა - მანჩესტერ სიტის სტუმრობა ლონდონში, არსენალთან. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ შეხვედრისგან.
არსენალი VS მანჩესტერ სიტი | 20:30
პრემიერ ლიგის მე-12 ტურს მანჩესტერ სიტი ხვდება კრიზისით - სეზონის დასაწყისში ზედიზედ შვიდ მატჩში გამარჯვებას მოჰყვა ჩავარდნა, რომელიც უკვე ოთხ შეხვედრას მოიცავს. "ქალაქელებმა" ვერ მოუგეს ასტონ ვილას, ნოტინგემს, ფულჰემსა და ბრაიტონს. ამ ყველაფრის შედეგად, ლიდერ არსენალთან ჩამორჩენა 6 ქულამდე გაიზარდა.
დიახ, პრემიერ ლიგას ლიდერობს ლონდონური გუნდი, რომელმაც გასულ ტურში ნიუკასლ იუნაიტედის წინააღმდეგ გამართულ მატჩში ქულები ასევე დაკარგა. რაც შეეხება დანაკლისს, ეტიჰადის მკვიდრთა მხრიდან ვერ ითამაშებენ ანტუან სემენიო და მატეუს ნუნიესი, "მეთოფეთა" მხრიდან კი ბუკაიო საკა, დავიდ რაია და მარტინ სუბიმენდი.
დღევანდელი მატჩი განსაკუთრებით საინტერესო იქნება პეპ გუარდიოლასთვის, ვისთვისაც მიკელ არტეტასა და ენცო მარესკას დაპირისპირება მოსწავლეთა დუელია. ემირეიტსის მკვიდრთა ამჟამინდელი დამრიგებელი 2016-2019 წლებში იყო თანამემამულე სპეციალისტის ასისტენტი, რის შემდეგაც მან ინგლისის დედაქალაქს მიაშურა.
რაც შეეხება იტალიელ მწვრთნელს, ის ჯერ სიტის 23-წლამდელების გუნდის მწვრთნელი იყო, შემდეგ, ესპანელი დამრიგებლის თანაშემწე, ახლა კი მთავარ გუნდის თავკაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ მანჩესტერელთა უკანასკნელი წარუმატებლობების ფონზე, ვინჩენცოს პოზიციები მნიშვნელოვნად შეირყა.
ბოლოს კი ურთიერთმატჩების ისტორიის შესახებაც ვისაუბროთ - 206 თამაში, 98 გამარჯვება არის არსენალის მხარეს, 60 - "ქალაქელების", 48 შეხვედრაც ფრედ დასრულდა. აღნიშნული დუელის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორები 11-11 ბურთით დაგ ლიშმანი და სერხიო აგუერო არიან.
კვირის მატჩის დღე
| უდინეზე - ფიორენტინა | 15:30 | სერია ა |
| ევერტონი - ლივერპული | 16:00 | პრემიერ ლიგა |
| სასუოლო - ნაპოლი | 18:00 | სერია ა |
| დეპორტივო - ბარსელონა | 19:15 | ლა ლიგა |
| არსენალი - მანჩესტერ სიტი | 20:30 | პრემიერ ლიგა |
| რომა - მონცა | 21:00 | სერია ა |
| სელტა - ვილიარეალი | 21:30 | ლა ლიგა |
| კომო - იუვენტუსი | 23:45 | სერია ა |
| სოსიედადი - სევილია | 23:55 | ლა ლიგა |











