NBA-ის პლეი-ოფის 1/2 ფინალური ეტაპის კიდევ ერთი მატჩი ნიუ იორკში გაიმართა, სადაც ნიქსმა კლივლენდ კავალიერსს უმასპინძლა.
მაყურებელმა საოცრად დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, რომელშიც გამარჯვებული ოვერტაიმში გამოვლინდა — სერია გამარჯვებით ნიქსმა გახსნა, რომელმაც მეტოქე 115-104 დაამარცხა.
პარკეტზე საუკეთესო ჯალენ ბრანსონი იყო, რომელმაც 38 ქულა ჩააგდო, 5 მოხსნა შეასრულა და 6 შედეგიანი პასითაც გამოიჩინა თავი.
სერიის მეორე მატჩი კვლავ მედისონ სქვერ გარდენში გაიმართება — კერძოდ, 22 მაისს, თბილისის დროით 04:00 საათზე.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა








