NBA-ის პლეი-ოფის 1/2 ფინალური ეტაპი დაიწყო, სადაც მაყურებელმა ოკლაჰომა სითი თანდერისა და სან ანტონიო სპურსის პირველი დაპირისპირება იხილა.
Paycom ცენტრში ნამდვილი საკალათბურთო ზეიმი შედგა, რომელშიც გუნდებმა ორი ოვერტაიმი ითამაშეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვა გამარჯვებულის ბედი. სერია სან ანტონიომ გახსნა, რომელმაც საბოლოო ჯამში მეტოქე 122-115 დაამარცხა!
პარკეტზე საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო, რომელმაც არც მეტი, არც ნაკლები 41 ქულა ჩააგდო, რასაც 24 მოხსნა და 3 შედეგიანი პასიც დაუმატა.
სერიის მეორე მატჩი კვლავ ოკლაჰომაში გაიმართება, კერძოდ 21 მაისს, თბილისის დროით 04:30 საათზე.
მატჩის მიმოხილვა








