გუშინ ღამით მაყურებელმა NBA-ის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის სერიის მესამე მატჩი იხილა, სადაც სან ანტონიო სპურსმა ოკლაჰომა სითი თანდერს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში, 108:123 დამარცხდა.
ოკლაჰომას შეი გილჯეს-ალექსანდერმა ულიდერმა, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო, 2 მოხსნა შეასრულა და 12 პასიც მიითვალა, ხოლო სან ანტონიოში საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო - 26 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი.
ოკლაჰომამ ამ გამარჯვებით სერიაში უპირატესობა ორამდე გაზარდა (2-1). მაყურებელი მომდევნო მატჩს 25 მაისს, თბილისის დროით 04:00 საათზე იხილავს.
იხილეს სერიის მესამე მატჩის მიმოხილვა








