გუშინ ღამით მაყურებელმა NBA-ის პლეი-ოფის 1/2 ფინალური ეტაპის კიდევ ერთი მატჩი იხილა, სადაც ნიუ იორკ ნიქსმა კლივლენდ კავალიერსს საკუთარ კედლებში კიდევ ერთხელ უმასპინძლა.
მაყურებელმა საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, რომელშიც ნიქსმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და სერიაში უპირატესობა ორამდე გაზარდა.
პარკეტზე საუკეთესო დონოვან მიჩელი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 26 ქულა მოუპოვა, რასაც 4 მოხსნა და 1 პასიც დაუმატა.
სერიის მესამე მატჩი უკვე კლივლენდში გაიმართება, კერძოდ 24 მაისს, თბილისის დროით 04:00 საათზე.
იხილეს სერიის მეორე მატჩის მიმოხილვა








