გუშინ, ჩემპიონთა ლიგაზე გაიმართა ტურის ცენტრალური შეხვედრა ლივერპულსა და რეალს შორის, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ამ მატჩის შემდეგ, რეალის შემტევმა კილიან მბაპემ დიდი კრიტიკა მიიღო. გარდა წარუმატებელი თამაშისა, მბაპემ პენალტიც გააფუჭა.
"რაც არ უნდა იყოს, როცა მბაპე ისე თამაშობს, როგორც შეუძლია, ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.
გასაგებია, რომ გუშინდელ მატჩში მან პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა პენალტი სალაჰმაც ვერ გამოიყენა. ამის მიუხედავად, მაინც ყველა მბაპეზე საუბრობს, რადგან ლივერპულმა მოიგო და სალაჰის გაცუდება ყველას დაავიწყდა", - განაცხადა ბეილმა.
5 ტურის შემდეგ, რეალს მხოლოდ 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში 24-ე ადგილს იკავებს.