მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა ცენტრალურმა მცველმა, რიო ფერდინანდმა ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა. ყოფილი ინგლისელი უკანახაზელი პორტუგალიელს ინგლისის ნაკრებში, ლონდონის ჩელსიში ან ნიუკასლ იუნაიტედში იხილავდა. შეგახსენებთ, რომადან გაშვების შემდეგ, "განსაკუთრებული" ჯერჯერობით უმუშევარია.
"მოურინიოს ვიხილავდი ჩელსიში, თუმცა მისი დაბრუნება არის გამორიცხული, რადგან ამერიკელები თავიანთი გუნდის ყოფილ მწვრთნელთან საქმეს აღარ დაიჭერენ. ამის მიუხედავად, მათ ვთხოვ: დააბრუნეთ ჟოზე, იმ შემთხვევაში, თუ პოჩეტინო დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ გაართმევს. მისთვის სხვა ვარიანტებიც მაქვს.
დიდი სიამოვნებით ვიხილავდი პორტუგალიელს ნიუკასლში, თუმცა ესეც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ჰაუ ამ გუნდში ბრწყინვალედ მუშაობს. კიდევ ერთი ვარიანტია ინგლისის ნაკრები, მაგრამ მისი ხასიათის მქონე თავკაცით საუთგეიტის ჩანაცვლება არარეალური მგონია", - განაცხადა "ეშმაკუნების" ყოფილმა ცენტრბექმა.
შეგახსენებთ, რომ "არისტოკრატების" გარდა, 60-წლის სპეციალისტი პრემიერ ლიგაში სხვადასხვა დროს "მანკუნიანელებსა" და ტოტენჰემს ხელმძღვანელობდა. პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებაც, რომ მოუს სარფიანი შემოთავაზება საუდის არაბეთიდან აქვს. თავად ჟოზე თავისი მომავლის შესახებ კომენტარს ჯერ არ აკეთებს.