ალ ნასრთან ერთად საუდის არაბეთის ჩემპიონატში გამარჯვებით, კრიშტიანუ რონალდუ შეუერთდა იმ ფეხბურთელების რიცხვს, ვინც ოთხი ან მეტი ქვეყნის უმაღლესი დივიზიონის ჩემპიონები ყოფილან. მოქმედ მოთამაშეებს შორის პორტუგალიელ ფორვარდს უსწრებენ მხოლოდ დანილო და სილვა და ჟოაუ კანსელუ, რომელთა ანგარიშზე 5 ქვეყნის ტიტულია.
მადრიდის რეალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის გარდა, გვხდება კიდევ სამი მოქმედი ფეხბურთელი, ვინც ოთხი სხვადასხვა ქვეყნის ლიგის ჩემპიონი გამხდარა. საუბარია არტურო ვიდალზე, ხამეს როდრიგესსა და კონგლის კომანზე.
მოქმედი ფეხბურთელები ყველაზე მეტი ქვეყნის ჩემპიონობით
| დანილო და სილვა | 5 | ინგლისი, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, ბრაზილია |
| ჟოაუ კანსელუ | 5 | ინგლისი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, პორტუგალია |
| კრიშტიანუ რონალდუ | 4 | ინგლისი, ესპანეთი, იტალია, საუდის არაბეთი |
| არტურო ვიდალი | 4 | ესპანეთი, იტალია, გერმანია, ჩილე |
| ხამეს როდრიგესი | 4 | ესპანეთი, გერმანია, პორტუგალია, არგენტინა |
| კინგსლი კომანი | 4 | იტალია, გერმანია, საფრანგეთი, საუდის არაბეთი |








