ვეტერან ბრაზილიელ ფეხბურთელს ზიკოს ჰკითხეს, ვინ არის უკეთესი ფეხბურთელი ლეო მესი თუ კრიშტიანო რონალდუ, რაზეც ზიკომ შემდეგი პასუხი გასცა:
"როცა ხალხი მეკითხება, რომელია უკეთესი ფეხბურთელი მესი თუ რონალდუ, ყოველთცის ერთი პასუხი მაქვს - რონალდუ.
მასზე ყოველთვის ისე საუბრობენ, თითქოს მხოლოდ გოლების გამტანია. არაა, რონალდუ ნებისმიერი ფეხბურთელისთვის სამაგლითოა.
40 წლის ასაკში ეს ბიჭი საოცრებებს აკეთებს და იმედია 2000 გოლსაც გაიტანს. დღეს რომ ფეხბურთის თამაშს ვიწყებდე, რონალდუ ჩემი კუმირი იქნებოდა.
სურვილი მაქვს, რონალდუს შევხვდე, ხელი ჩამოვართვა და მადლობა გადავუხადო იმისთვის, რასაც ის ფეხბურთისთვის აკეთებს", - განაცხადა ზიკომ.








