ლონდონის ჩელსის ლეგენდარულმა კაპიტანმა, ჯონ ტერიმ დაასახელა საუკეთესო მწვრთნელი თავის კარიერაში. ვეტერანი ცენტრალური მცველი სხვადასხვა დროს მუშაობდა კარლო ანჩელოტისთან, კლაუდიო რანიერისთან, გუს ჰიდინკთან, ანტონიო კონტესა და სხვებთან, მაგრამ საუკეთესოდ ყოფილმა ინგლისელმა უკანახაზელმა ჟოზე მოურინიო დაასახელა.
"საუკეთესო მწვრთნელი ჩემს კარიერაში? - მოურინიო. მისი მთავარი თვისება? ის მომთხოვნია და გულახდილი. ჩელსიში დაბრუნების შემდეგ, მან მითხრა - კარგად თუ ითამაშებ, დარჩები ლონდონში, მაგრამ თუ აღარ შეგიძლია, შენს ადგილს სხვები დაიკავებენ. ჟოზეს სიტყვებმა ახალი სტიმული მომცა", - იხსენებს "არისტოკრატების" ყოფილი კაპიტანი.
44 წლის ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა პორტუგალიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩაატარა 267 შეხვედრა, რომელშიც 26 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ტიტულებს, "ლურჯების" ყოფილმა სპეციალისტმა თავისი გუნდის 26-ე ნომერთან ერთად მოიგო 8 ჯილდო, მათ შორის პრემიერ ლიგა 3-ჯერ.