19 სექტემბერს თბილისი არენა Hype Fighting-ის ივენთს უმასპინძლებს.
ოფიციალური ინფორმაციით თანახმად, ღონისძიებაზე ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს, ვლადიმერ ხილჩეგაშვილს ვიხილავთ. მოჭიდავემ კარიერა რამდენიმე წლის წინ დაასრულა, თუმცა RAF-ის ივენთებზე პერიოდულად მონაწილეობს. ამჯერად ხინჩეგაშვილი გრეპლინგში, Submission Only-ის წესებით იასპარეზებს.
ქართველის მეტოქე UFC-ის ყოფილი მებრძოლი, მუჰამედ მოკაევი იქნება. ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე მოკაევს MMA-ში ზედიზედ 16 მოგება აქვს.
შეგახსენებთ, ამავე ღონისძიებაზე ლევან ჩოხელი გრეპლინგში, Submission Only-ის წესებით, სომეხ ედუარდ ვარტანიანს დაუპირისპირდება. ლაშა მესხი კი შიშველი მუშტების ბრძოლაში უზბეკ დილშოდბეკ მადალიევს შეხვდება.
Hype Fighting-ის ივენთი თბილისი არენაზე 19 სექტემბერს 19:00 საათზე დაიწყება.












