იტალიის ჩემპიონატის მე-4 ტურში ნაპოლი სტუმრად კალიარის დაუპირისპირდა და მარტივად, 0:4 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუ იყო, რომელიც 2 საგოლე გადაცემითა და გოლით გამოირჩა.
თამაშის შემდეგ, კომენტარი ნაპოლის კოსოვოელმა მცველმა ამირ რაჰმანიმ გააკეთა, რომელმაც ერთმანეთს ლუკაკუ და ოსიმენი შეადარა.
"მოედანზე კარგად ვხედავთ, თუ რამხელა განსხვავებაა ოსიმენსა და ლუკაკუს შორის. ოსიმენის დროს, ბურთს ნაკლებად ვინარჩუნებდით. ის ბურთს შედარებით სიღრმეში ითხოვდა.
ლუკაკუს მოსვლის შემდეგ კი ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ ზეწოლის ქვეშაც. მას კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს, რაც მეორე ბურთის მოპოვებაში გვეხმარება", - განაცხადა რაჰმანიმ.
ლუკაკუს ანგარიშზე ნაპოლიში უკვე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.