ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლეგენდარულმა ხორვატმა ფეხბურთელმა ლუკა მოდრიჩმა მადრიდის რეალი დატოვა.
თავიდან, მოდრიჩი რეალში 19-ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა, ბოლო წლებში კი 10 ნომერი მოირგო.
მისი წასვლის შემდეგ, რეალში 10 ნომერი ვაკანტური გახდა და შემდეგი სეზონიდან მას გუნდის ლიდერი კილიან მბაპე მოირგებს.
მბაპემ რეალს პირველივე სეზონში ულიდერა, ლა ლიგაში 31 გოლი გაიტანა და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა.








