ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში გამართული მატჩი ვილიარეალსა და სევილიას შორის, საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა და სტუმართა გამარჯვებით 2:3 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ვილიარეალის ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც გოლი და საგოლე გადაცემა შეასრულა.
მიქაუტაძის კარგი მატჩი საკმარისი არ გამოდგა, რადგან ვილიარეალმა წააგო, თუმცა გუნდისთვის ეს პრობლემა არ არის, რადგან 69 ქულით მესამე პოზიციაზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მიქაუტაძის ანგარიშზე 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.








