აღნიშნული მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო ქართველმა შემტევმა და 30-ე წუთზე ასისტი გაიფორმა — მისი პასით ტალიაფიკომ ანგარიში გახსნა. 68-ე წუთზე, ბალუტამ გაათანაბრა, ხოლო 86-ე და 89-ე წუთებზე ფოფანამ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში, 1-3 დააფიქსირა.
ევროპა ლიგა, ადრეული მატჩების შედეგები:
კონფერენს ლიგაზე გიორგი გოჩოლეიშვილის კოპენჰაგენმა საკუთარ მოედანზე ტურნირის მთავარი ფავორიტი, ლონდონის ჩელსი მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში, 1-2 დამარცხდა.
სტუმართა მხრიდან გოლები ჯეიმსმა და ფერნანდესმა გაიტანეს, ხოლო მასპინძლებიდან თავი გაბრიელ პერეირამ გამოიჩინა. 24 წლის ქართველი შემტევი მატჩში პირველივე წუთებიდან ჩაერთო და მოედანი 70-ე წუთზე დატოვა.
კონფერენს ლიგა, ადრეული მატჩების შედეგები:








