ევროპა ლიგის ფაზის მერვე ტური დასრულდა. პირველ რიგში, გამოსარჩევი იყო ლიონის შეხვედრა ლუდოგორეცთან, რომელიც გიორგი მიქაუტაძემ სასტარტოში დაიწყო. ქართველ ფორვარდს გოლი არ გაუტანია, მაგრამ მან აქტივში ჩაიწერა ასისტი, მატჩი კი დასრულდა ფრედ 1:1. ოლიმპიკი 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.
სხვა შეხვედრები - ჟოზე მოურინიოს ფენრბაჰჩემ ვერ მოახერხა მიდტიულანდის დამარცხება (2:2), თუმცა ამის მიუხედავად, თურქულმა გუნდმა პლეი ინის საგზური მაინც გაიფორმა, 24-ე პოზიციაზე გასვლით. ასევე გამოსარჩევია მანჩესტერ იუნაიტედის, რომასა და ტოტენჰემის გამარჯვებები.
რვა საუკეთესოს შორის მოხვდნენ შემდეგი გუნდები - ლაციო, ბილბაო, მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი, აინტრახტი, ლიონი, ოლიმპიაკოსი და რეინჯერსი. ევროპა ლიგას გამოეთიშნენ: ბრაგა, ელფსბორგი, ჰოფენჰაიმი, ბეშიქთაში, მაკაბი, სლავია, მალმიო, რიგასი, ლუდოგორეცი, დინამო კიევი, ნიცა და ყარაბაღი. დანარჩენი კლუბები ერთმანეთში პლეი ინს ითამაშებენ.