გიორგი მიქაუტაძე განვლილი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო თანაბომბარდირი გახდა. შეგახსენებთ, რომ მან აღნიშნულ ტურნირზე სამი გოლი გაიტანა, ისევე როგორც ჰარი კეინმა, დანი ოლმომ, ჯამალ მუსიალამ, კოდი გაკპომ და ივან შრანცმა.
უეფას ახალი წესების თანახმად, გოლების თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, უპირატესობა აღარ მიენიჭება საგოლე გადაცემებისა და მოედანზე გატარებული წუთების რაოდენობას, საუკეთესო გოლეადორის პრიზი კი თანაბრად გაიყოფა.
შედეგად, ქართველი თავდამსხმელი კონტინენტის პირველობის თანაბომბარდირი გახდა. ცნობისთვის, მან გოლები გაუტანა თურქეთს, ჩეხეთსა და პორტუგალიას.