ქართველების მე-6 მედალი ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პარაძიუდოში. ჩვენ ქვეყანას ბრინჯაოს მედალი პარაძიუდოისტმა, რევაზ ჩიკოიძემ (+95 კგ. კატეგორია J2) მოუტანა. ქართველმა მესამე ადგილისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ყაზახი თალგატ აჟგალიევი დაამარცხა.
შეგახსენებთ, რევაზ ჩიკოიძეს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის 2 მედალი აქვს მოპოვებული, ტოკიოში და პარიზში.
ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ანგარიშზე ექვსი მედალია. ჩემპიონობა გიორგი ქალდანმა (-70 კგ. კატეგორია J2), საბა ბაღდავაძემ (- 81 კგ. კატეგორია J1) და ზვიად გოგოჭურმა (- 95 კგ. კატეგორია J2) იზეიმეს, ბრინჯაოს მედლებს კი ზურაბ ზურაბიანი (- 64 კგ. კატეგორია J2) ლაშა ყიზილაშვილი (-95 კგ. კატეგორია J2) და რევაზ ჩიკოიძე (+95 კგ. კატეგორია J2) დაეუფლნენ.








