იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, მარკო მატერაციმ 2006 წლის ფინალი და ზიდანთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა:
"აღნიშნული ეპიზოდი არ უნდა მომხდარიყო და ის ჩემს კარიერას არ ასახავს. ფინალის დროს დაძაბულობა პიკს აღწევდა და ერთ მომენტში ზიდანმა მაისური შემომთავაზა, რაზეც ვუთხარი, რომ მისი და მერჩივნა და შემდეგ ყველამ დაინახა რაც მოხდა - მას შემდეგ ზიდანი არასდროს მინახავს."
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჟოზე მოურინიოს ინტერიც გაიხსენა:
"მოურინიო საუკეთესო მწვრთნელია, ვის გუნდშიც მითამაშია. ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ორივემ ვიტირეთ და მე მას ვკითხე რატომ მტოვებდა მარტო? დარწმუნებული ვიყავი, რომ ჟოზესთან ერთად კიდევ მოვიგებდით ტიტულებს, თუმცა, მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა რეალში გადასვლა."