პრემიერ ლიგის 36-ე ტურში ლივერპული საკუთარ კედლებში ლონდონის ჩელსის მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ მატჩისგან.
ლივერპული V ჩელსი | 15:30
მიუხედავად იმისა, რომ ლივერპული არის ხუთეულში, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა პრემიერ ლიგის მოქმედ ჩემპიონს გარანტირებული ჯერ არ აქვს. მერსისაიდელთა გადასწრების თეორიულ შანსს ინარჩუნებენ ბორნმუთი, ბრენტფორდი, ბრაიტონი, მაგრამ არა ჩელსი, რომელიც 5-ეულს 10 ქულით ჩამორჩება.
ეს არ არის გასაკვირი, იმის გათვალისწინებით, რომ ლონდონური გუნდი პრემიერ ლიგაში ბოლო ექვს მატჩში დამარცხა. უკანასკნელი გამარჯვება თარიღდება 4 მარტით და იმის შემდეგ, 2 თვეზე მეტი დრო გავიდა. აღნიშნულ მშრალ სერიას შეეწირა ლიამ როსენიორი, რომელიც "არისტოკრატთა" თავკაცი აღარაა.
სტემფორდ ბრიჯზე სეზონის ბოლომდე იმუშავებს კალუმ მაკფარლეინი, ზაფხულში კი კლუბი ახალ მთავარ მწვრთნელს მოიყვანს. დიახ, ეს არის თავკაცთა შეცვლის მე-3 შემთხვევა ტოდ ბოულისთვის მიმდინარე სეზონში. რაც შეეხება დღევანდელი შეხვედრის ინტრიგას, "წითლებისთვის" ესაა 5-ეულში ადგილის შენარჩუნება, ჩელსისთვის კი მოუგებელი სერიის შეწყვეტა.
შაბათის მატჩის დღე
| ლივერპული V ჩელსი | 15:30 | პრემიერ ლიგა |
| სანდერლენდი - მანჩესტერ იუნაიტედი | 18:00 | პრემიერ ლიგა |
| ლაციო - ინტერი | 20:00 | სერია ა |
| ვოლფსბურგი - ბაიერნი | 20:30 | ბუნდესლიგა |
| მანჩესტერ სიტი - ბრენტფორდი | 20:30 | პრემიერ ლიგა |
| ატლეტიკო - სელტა | 20:30 | ლა ლიგა |
| ნიურნბერგი - შალკე | 22:30 | ბუნდესლიგა 2 |
| ლეჩე - იუვენტუსი | 22:45 | სერია ა |
| ატლანტა - გალაქსი | 03:30 | MLS |








