დღეს, კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართება, სადაც სამი ქართული კლუბი თავიანთ განმეორებით მატჩებს გამართავენ.
დინამო თბილისი - მონდორფი (21:00, მიხეილ მესხი)
დინამოელები საშინაო შეხვედრას კომფორტული უპირატესობით ხვდებიან. ლუქსემბურგში მათ 2:1 გაიმარჯვეს და შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.
თუმცა თემურ ქეცბაიას თქმით, დასრულებული ჯერ არაფერია და დინამო შეეცდება, რომ საკუთარ კედლებში, ქართველი გულშემატკივრის წინაც მოიგოს.
გასული შეხვედრის მსგავსად, განმეორებით მატჩშიც დინამო თბილისს ჯაბა კანკავა და გიორგი ხარაიშვილი დააკლდება. ეჭვქვეშაა ნიკა უგრეხელიძის თამაშიც.

ტორპედო ქუთაისი - ზირა (20:00, შენგელია არენა)
რთული მისია, მაგრამ არა შეუძლებელი. აზერბეიჯანში ჩატარებული ცუდი მატჩის შემდეგ, ტორპედოს და მათ გულშემატკივრებს სჯერათ, რომ იმერულ კლუბს ქამბექის გაკეთება შეუძლიათ.
ტორპედომ ზირასთან 3:0 წააგო, თან ისე, რომ რეალური მომენტებიც არ გვქონია. საინტერესოა, იქონიებს თუ არა გავლენას შენგელი არენაზე შეკრებილი ქუთაისელი გულშემატკივარი ტორპედოს სასწაულში.
რა თქმა უნდა, დირკ შუსტერი გუნდს მთლიანად გადააწყობს და შემტევ სტილზე გადავა. მათი მთავარი მიზანი სწრაფი გოლის გატანა იქნება.
ვირტუსი - დილა გორი (23:00, სტადიო ოლიმპიკო, სერავალე)
როგორც მოსალოდნელი იყო, გორელებმა საკუთარ კედლებში ისე მოიგეს, რომ სან მარინოში კომფორტული უპირატესობით ჩადიან.
დილამ ვირტუსი 3:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პირველი გოლი ვირტუსმა გაიტანა, მაგრამ დილა თამაშში მალევე დაბრუნდა და სამი უპასუხო გოლი გაიტანა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს თასის მოქმედი გამარჯვებულები სან მარინოშიც აპირებენ მეტოქის დამარცხებას.











