დღეს გაიმართება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა პოლონეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.
საქართველოს ნაკრები სიკვდილის ჯგუფში მოხვდა და პოლონეთთან ერთად, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტებთან - საფრანგეთთან და პორტუგალიასთან ერთად ვართ.
რამაზ სვანაძის გუნდმა შეკრება 31 მაისს ავსტრიაში დაიწყო, სადაც ამხანაგური მატჩი რუმინეთთან გამართა, სლოვაკეთსი გადაინაცვლა და ბოლო 2 ვარჯიში იქ ჩაატარა.
სამწუხაროდ, ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს ერთბაშად 3 ცენტრალური მცველი - საბა გოგლიჩიძე, ლუკა ლაცაბიძე და ნიკოლოზ უგრეხელიძე გამოტოვებენ.
პოლონეთთან პირველივე შეხვედრა გადამწყვეტია, რადგან ჩვენი უშუალო კონკურენტია და აქ გამარჯვების შემთხვევაში, ჯგუფიდან გასვლის რეალური პრეტენზია გვექნება.
რამაზ სვანაძე: "ძალან სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო რამდენიმე მოთამაშე დაგვაკლდება. გადაწყობას რაც შეეხება, დრო მცირე გვქონდა და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ამ ყველაფერს მზადყოფნაში შევხვდეთ. ერთადერთი, რაც ჩემი ფეხბურთელებისგან ვითხოვ, გუნდურობაა, რაც ყველაფერს აბალანსებს. პოლონეთის ნაკრების სახით ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს. საკმაოდ დაბალინსებული გუნდია დაცვაშიც და შეტევაშიც, თუმცა ჩვენი გეგმები გვაქვს და ეს გეგმები რეალიზებაში უნდა მოვიყვანოთ. ჩვენი გეგმა ასეთია - ყველა მატჩში, ყველა მეტოქესთან გავდივართ მოედანზე, რათა გავიმარჯვოთ."
ირაკლი აზაროვი: "მოხარული ვარ, რომ ზედიზედ მეორედ მიწევს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა. სასიხარულოა, რომ ეს საკვალიფიკაციო ეტაპიდან შევძელით. ვფიქრობ, რითიც აქამდე მოვედით, იგივე შემართებით ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ჩემთვისაც და ჩემი თანაგუნდელებისთვისაც ეს ტურნირი იქნება ტრამპლინი, რომ უკეთეს გუნდში გადავიდეთ და კარიერულად განვვითარდეთ"
პოლონეთი - საქართველო
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი
11 ივნისი, 23:00
ჟილინას სტადიონი, სლოვაკეთი
მთავარი მსაჯი: ალესანდრო დუდიჩი (შვეიცარია)
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: ხარატიშვილი, მაისურაძე, საზონოვი, ხვადაგიანი, აზაროვი, გაგნიძე, მამაგეიშვილი, იეგოიანი, კვერნაძე, ბედოშვილი, გორდეზიანი








