სტამბოლის ფენერბაჰჩეს მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მიმოიხილა თავისი კარიერა და საუკეთესო შეგირდები დაასახელა. ტიტულოვანმა პორტუგალიელმა სპეციალისტმა გამოარჩია თავისი ყოფილი გუნდის რამდენიმე კაპიტანი, ასევე ის მოთამაშეები, რომლებიც მატჩის ბედს წყვეტდნენ.
"პირველ რიგში მინდა გამოვარჩიო ჩემი კაპიტნები - ძანეტი, ტერი და კოშტა. ისინი მოედანზე ყველაფერს დებდნენ. რაც შეეხება საუკეთესო ფეხბურთელებს: რონალდუ, ბენზემა, იბრაჰიმოვიჩი და დროგბა. იყო ძალიან ბევრი მატჩი, რომლის ბედი სწორედ აღნიშნულმა მოთამაშეებმა გადაწყვიტეს. ვამაყობ, რომ მათი დამრიგებელი ვიყავი.
არ არსებობს მცნება გენიალური მწვრთნელი, რადგან ის არაფერია გენიალური ფეხბურთელების გარეშე", - განაცხადა მილანის ინტერის ყოფილმა დამრიგებელმა. შეგახსენებთ, რომ "განსაკუთრებული" ამჟამად მოღვაწეობს "იადონებში", რომლებთან ერთადაც კონფერენს ლიგისა და თურქეთის ჩემპიონატის მოგებას ცდილობს.