პრემიერ ლიგის 32-ე ტურის ცენტრალური მატჩი სტემფორდ ბრიჯზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა ჩელსი-მანჩესტერ სიტის დაპირისპირება იხილა.
იმის მიუხედავად, რომ ჩელსიმ საკმაოდ კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა, საბოლოო ჯამში პეპ გვარდიოლას გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და სრულიად დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვა.
მანჩესტერ სიტიმ ამ გამარჯვების შემდეგ 64 ქულა მოაგროვა, რითაც არსენალთან ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა. რაც შეეხება ჩელსის, ლონდონელები 48 ქულით, მე-6 პოზიციაზე დარჩნენ.
ჩელსი 0-3 მანჩესტერ სიტი
გოლები: 0-1 ნიკო ო'რაილი 51', 0-2 მარკ გეჰი 57', 0-3 ჟერემი დოკუ 68'.
მატჩის მიმოხილვა

![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)










